Thursday, March 12, 2015

მეცხრე დღე. დღეს პრეზენტაციაა. პირველი გამოვიდა მანანა თიგიშვილი. მისი პროექტის დასახელებაა ზედსართავი სახელი. მისი პროექტი იმით განსხვავდება და იმით არის საინტერესო, რომ მთლიანად გრამატიკულია. აქ ჩანს საინტერესო აქტივობების გამოყენება, რომლების მეშვეობით მოსწავლისთვის მკაფიო ხდება ზოგადადაც და აგრეთვე კონკრეტულ მაგალითზე თუ რა როლს თამაშობს ზედსართავი სახელი.
თამთა ჯამარაულმა წარმოადგინა პროექტი სახელწოდებით ქიმიკოსის თვალით დანახული საკვები პროდუქტები. პროექტი საინტერესო იყო.  თემა ძალიან აქტუალური იყო და ამიტომ ამ პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია აბსოლუტურად ყველა  მსმენელისა.
თამარ სტურუამ წარმოადგინა პროექტი სახელწოდებით სივრცითი ფიგურები რეალობაში. ეს პროექტი ბავშვებს მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ მათემატიკა აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ეკა ბერუაშვილის პროეტის თემა ნიშანთვისებების მემკვიდრეობა თაობებში  გამოიწვევს მოსწავლეებში დიდ ინტერესს,რადგან მემკვიდრეობითი პრობლემით ყველა ასაკის და თაობის ადამიანები ინტერესდება.
საკმაოდ საინტერესო იყო მარიკა ჩუთლაშვილის პრეზენტაცია დაკარგული ტერიტორიების შესახებ.
ნინო ზურაბაშვილმა წარმოადგინა  საინტერესო პროექტი ხალხურ და პროფესიონალურ მუსიკის შესახებ.
დღე მერვე.დღეს არის მერვე დღე. გავიხსენეთ ფეიჯების დამატება. შევქმენით  საქაღალდე გაკვეთილების პორტფოლიო დრაივზე და გადავიტანეთ ბლოგზე. გადავამოწმეთ ჩვენი პორტფოლიოები. შევქმენით კითხვარი.  რესურსებში გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს. მე დღეს ძალიან მომეწონა. საინტერესო და ნაყოპიერი გაკვეთილი  იყო. ვისწავლეთ გუგლფორმების შექმნა.

Wednesday, March 4, 2015

დღე მეშვიდე. გავეცანით მოსწავლეთა დიფერენციაციას.  გავეცანით გარდნერის მოსწავლეთა დიფერენციაციის სქემას.მეექვსე მოდულში საინტერესო იყო კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე. მოსწავლეთა სხვადასხვა სწავლის სტილის დასადგენად შევქმენითმოსწავლეთა თვითშეფასების ნორმები. შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, გავეცანით ხარაჩოს პრეზენტაციის შაბლონს, შევქმენით ხარაჩო. ბლოგზე დავდეთ პეიჯების გაჯეტი . გამოვაქვეყნეთ დრაივზე დადებული  პორტფოლიო