Thursday, March 12, 2015

მეცხრე დღე. დღეს პრეზენტაციაა. პირველი გამოვიდა მანანა თიგიშვილი. მისი პროექტის დასახელებაა ზედსართავი სახელი. მისი პროექტი იმით განსხვავდება და იმით არის საინტერესო, რომ მთლიანად გრამატიკულია. აქ ჩანს საინტერესო აქტივობების გამოყენება, რომლების მეშვეობით მოსწავლისთვის მკაფიო ხდება ზოგადადაც და აგრეთვე კონკრეტულ მაგალითზე თუ რა როლს თამაშობს ზედსართავი სახელი.
თამთა ჯამარაულმა წარმოადგინა პროექტი სახელწოდებით ქიმიკოსის თვალით დანახული საკვები პროდუქტები. პროექტი საინტერესო იყო.  თემა ძალიან აქტუალური იყო და ამიტომ ამ პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია აბსოლუტურად ყველა  მსმენელისა.
თამარ სტურუამ წარმოადგინა პროექტი სახელწოდებით სივრცითი ფიგურები რეალობაში. ეს პროექტი ბავშვებს მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ მათემატიკა აუცილებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ეკა ბერუაშვილის პროეტის თემა ნიშანთვისებების მემკვიდრეობა თაობებში  გამოიწვევს მოსწავლეებში დიდ ინტერესს,რადგან მემკვიდრეობითი პრობლემით ყველა ასაკის და თაობის ადამიანები ინტერესდება.
საკმაოდ საინტერესო იყო მარიკა ჩუთლაშვილის პრეზენტაცია დაკარგული ტერიტორიების შესახებ.
ნინო ზურაბაშვილმა წარმოადგინა  საინტერესო პროექტი ხალხურ და პროფესიონალურ მუსიკის შესახებ.
დღე მერვე.დღეს არის მერვე დღე. გავიხსენეთ ფეიჯების დამატება. შევქმენით  საქაღალდე გაკვეთილების პორტფოლიო დრაივზე და გადავიტანეთ ბლოგზე. გადავამოწმეთ ჩვენი პორტფოლიოები. შევქმენით კითხვარი.  რესურსებში გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს. მე დღეს ძალიან მომეწონა. საინტერესო და ნაყოპიერი გაკვეთილი  იყო. ვისწავლეთ გუგლფორმების შექმნა.

Wednesday, March 4, 2015

დღე მეშვიდე. გავეცანით მოსწავლეთა დიფერენციაციას.  გავეცანით გარდნერის მოსწავლეთა დიფერენციაციის სქემას.მეექვსე მოდულში საინტერესო იყო კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე. მოსწავლეთა სხვადასხვა სწავლის სტილის დასადგენად შევქმენითმოსწავლეთა თვითშეფასების ნორმები. შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, გავეცანით ხარაჩოს პრეზენტაციის შაბლონს, შევქმენით ხარაჩო. ბლოგზე დავდეთ პეიჯების გაჯეტი . გამოვაქვეყნეთ დრაივზე დადებული  პორტფოლიო

Friday, February 27, 2015

დღე მეექვსე. დღეს ვისწავლეთ ბლოგზე მასალების ატვირთვა. სტანდარტის მისაღებად პროცედურების ჩამოყალიბება. ბლოგზე ნამუშევრის ჩაშენება.შევქმენით შეფასების რუბრიკა მოსწავლისთვის.

მოსწავლის ნაშრომი

Wednesday, February 25, 2015

დღეს ჩემთვის ყველაზე საინტერესო დღე იყო. ვისწავლე ბლოგზე კომენტარების გაკეთება. გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას. შევქმენი სლაიდ შოუ. უკეთესად გავერკვიე წინა ტრენინგებზე გავლილ მასალას.

Friday, February 20, 2015

4დღე. ვისწავლეთ პროექტის შეფასება.  შევისწავლეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. გავეცანით შეფასების 5 მიზანს . თითოეული მიზნისთვის შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, მოსჭავლეთა საჭიროებების შესაფასებლად შევადგინეთ დიაგრამა ვიცი- მინდა ვიცოდე- გავიგე. დრაივზე გადავიტანეთ დღევანდელი ნამუშევარი

Wednesday, February 18, 2015

დღე 3. ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შედგენა. დრაივში ჩავტვირთეთ აქამდე შედგენილი დოკუმენტაცია.  გადავხედეთ სტანდარტს და სტანდარტიდან გამომდინარე ჩამოვწერეთ ამოცანები

Friday, February 13, 2015

დღეს წარმოვადგინეთ პროექტის იდეა. მოვისმინეთ ერთმანეთის იდეები. ვისწავლეთ სურათების გადმოწერა, ბუკლეტები გავაკეთეთ. გავიგეთ ბუკლეტის დანიშნულება, ვისწავლეთ ფაილის გაგზავნა.

Wednesday, February 11, 2015

გავეცანით ერთმანეთს. შევქმენი ბლოგი, ვისწავლე როგორ  მოვნიშნოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია, როგორ შევქმნათ ფაილები,ვისწავლეთ როგორ უნდა ჩავაგდოთ ერთი ფაილი მეორეში, მოდული 1-ის დოკუმენტებს გავეცანით, აგრეთვე პროექტის შაბლონს გავეცანით, პარასკევისთვის უნდა მოვიფიქროთ  პროექტის თემა